ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ფრენა არ დაიწყოს, ვიდრე ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით არ იქნება დადგენილი, რომ სახმელეთო და/ან წყლის ზედაპირზე არსებული ხელმისაწვდომი მოწყობილობები, კავშირის საშუალებებისა და დამხმარე სანაოსნო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც საჭიროა ასეთ ფრენაზე თვითმფრინავის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის, ადეკვატურია კონკრეტული ტიპის ექსპლუატაციისათვის, რომლის შესაბამისადაც უნდა განხორციელდეს ფრენა.
შენიშვნა: ტერმინი „ხელმისაწვდომი საშუალებები“ ამ პუნქტში გამიზნულია გაფრენის წერტილში იმ ინფორმაციის „გამოყენების“ აღსანიშნავად, რომელიც ხელმისაწვდომია სხ-ის მეთაურისათვის ოფიციალური ინფორმაციის სახით და რომელიც გამოქვეყნებულია სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის მიერ ან ადვილად ხელმისაწვდომია სხვა წყაროებიდან