1. საქართველოში სერტიფიცირებული სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისმა პერსონალმა დაიცვას იმ ქვეყნის კანონმდებლობა და პროცედურები, სადაც ხორციელდება ფრენები.
შენიშვნა: ინფორმაცია პილოტებისთვის და ფრენების წარმოებაში დაკავებული პერსონალისთვის, რომელიც ეხება ფრენის სქემებს და საექსპლუატაციო პროცედურებს, მოცემულია PANS-OPS (იკაოს DOC 8168) I ტომში. ვიზუალური ფრენის და სახელსაწყო ფრენის სქემების შედგენის კრიტერიუმები მოცემულია PANS-OPS (იკაოს DOC 8168) II ტომში.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის ყველა წევრმა იცოდეს თავის უფლება-მოვალეობების შესრულებათან დაკავშირებული ნორმატიული აქტები და პროცედურები, რომლებიც ეხება ფრენის რაიონებს, გამოსაყენებელ აეროდრომებს და შესაბამის საერნაოსნო სანავიგაციო საშუალებებს.
3. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია ფრენის შესრულების უზრუნველყოფაზე. ექსპლუატანტი ვალდებულია ფშს-ში აღწეროს ფრენის უზრუნველყოფის კონტროლის სისტემა და პერსონალის უფლება-მოვალეობები.
4. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სხ-ის მეთაურს სხ-ზე ჰქონდეს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც ეხება იმ რაიონის სამძებრო-სამაშველო სამსახურს, რომლის ტერიტორიასაც გადაუფრენს საჰაერო ხომალდი.
შენიშვნა: ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შესაძლებელია იყოს გაწერილი ფრენების შესრულების სახელმძღვანელოში, ან შესაძლებელია იყოს ნებისმიერი მიზანშეწონილი ფორმით.
5. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები საუბრობდნენ იმ ენაზე, რომელიც გამოიყენება რადიოსატელეფონო კავშირში და ესმოდეთ იმ დონეზე, როგორც ამას მოითხოვს ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართ