საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებმა უნდა გამოიყენონ შემოწმების კითხვარი ფრენის ყველა ეტაპის დაწყებამდე, განმავლობაში და დამთავრების შემდეგ, აგრეთვე ავარიულ სიტუაციებში, რათა უზრუნველყონ საექსპლუატაციო პროცედურების დაცვა, რომელიც აღწერილია ფშს-ში ან/და სეს-ში ან სხ–ის საფრენად ვარგისობის მოწმობასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელოში. შემოწმების კითხვარის შემუშავების და გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანური ფაქტორი.

შენიშვნა:  ადამიანური ფაქტორის გათვალისწინების  სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაო-ს Doc-ში 9683