1. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს უსაფრთხოების მართვის სისტემა სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №206 ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის ზოგადი წესით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
შენიშვნა: დამატებითი სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართში და იკაოს DOC-ში 9859.
2. აკრძალულია CVR, А კლასის CARS AIR და А კლასის AIRS თვითმწერის ჩანაწერების გამოყენება, თუ ეს არ არის საჭირო ინციდენტების ან საავიაციო შემთხვევების მოკვლევისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ჩანაწერები:
ა) დაკავშირებულია უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში იდენტიფიცირებულ საავიაციო მოვლენასთან და ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის მოთხოვნების შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას და დეიდენტიფიკაციას;
ბ) აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის მოკვლევისათვის, რომელიც არ ეხება საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევას და ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის მოთხოვნების შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას და დეიდენტიფიკაციას;
გ) საჭიროა სხ-ის თვითჩამწერი სისტემების შემოწმების მიზნით.
შენიშვნა: უსაფრთხოების მონაცემების, ფრენების უსაფრთხოების ინფორმაციის და შესაბამის წყაროების დაცვის შესახებ დებულებები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის მე-3 დამატებაში. მოკვლევის დაწყების შემდეგ, მოკვლევის ჩანაწერები ექვემდებარება დაცვას ჩიკაგოს კონვენციის მე-13 დანართის შესაბამისად.
3. აკრძალულია FDR, B და C კლასის ADRS, AIR და B და C კლასის AIRS თვითმწერის ჩანაწერების გამოყენება, თუ ეს საჭირო არ არის ინციდენტების ან საავიაციო შემთხვევების მოკვლევისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის შესაბამისად, ეს ჩანაწერები ექვემდებარება დაცვას და:
ა) გამოიყენება ექსპლუატანტის მიერ საფრენოსნო ვარგისობის ან ტექნიკური მომსახურების მიზნებისათვის;
ბ) მოითხოვება იმ მოვლენის მოკვლევისათვის, რომელიც არ ეხება საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევას;
გ) დეიდენტიფიცირებულია; ან
დ) იდენტიფიცირებულია დამცავი ზომების გამოყენების პირობით.
თავი II
ფრენების შესრულე