1. საავიაციო შემთხვევის კომისია ფრენის უსაფრთხოების დონის ამაღლების რეკომენდაციებს შეიმუშავებს მოკვლევის მსვლელობისას და ფრენის უსაფრთხოების ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. რეკომენდაციების შემუშავებისას მხედველობაში მიიღება გამოვლენილი ხარვეზები და ნაკლოვანებები, მათ შორის, ისეთებიც, რომლებსაც კონკრეტულ საავიაციო შემთხვევაზე უშუალო ზეგავლენა არ მოუხდენია, მაგრამ შეიცავს/შეიცავდა ფრენის უსაფრთხოების საშიშროებას.

2. ექსპლუატანტები რომელთა კომპეტენციასაც ეხება კომისიის რეკომენდაციები, მოკვლევის საბოლოო ანგარიშის მიღების შემდეგ ვალდებულნი არიან შეიმუშაონ გეგმა, რომელშიც ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებული იქნება კომისიის მოკვლევის საბოლოო ანგარიშში ასახული  დამატებითი პრევენციული ღონისძიებების გატარება.

3. ამა თუ იმ რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე, განსხვავებული აზრის წარმოქმნისას, აღნიშნული საკითხი განიხილება მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კონკრეტული საკითხის განსახილველად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიე