1. სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე მომხდარი თითოეული საავიაციო შემთხვევა უნდა აღირიცხოს და გაანალიზდეს ექსპლუატანტ ორგანიზაციებში (კომპეტენციის ფარგლებში).

2. საავიაციო შემთხვევის აღრიცხვა ხორციელდება „სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევების რეესტრში“  № 18 დანართის შესაბამისად.

3. სამინისტროში იქმნება საავიაციო შემთხვევების „მონაცემთა ბანკი“, რომელიც განკუთვნილია ფრენის უსაფრთხოების მდგომარეობის ანალიზისა და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციების შესამუშავებლად.

4. საავიაციო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და ფრენის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად, სამინისტრო:

ა) ახორციელებს კალენდარული ნახევარი წლისა და ერთი წლის განმავლობაში მომხდარი საავიაციო შემთხვევების ანალიზს;

ბ) ექსპლუატანტს აძლევს რეკომენდაციებს საავიაციო შემთხვევების ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე;

გ) ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ღონისძიებების მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს;

დ) საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზ