1. მოკვლევის ბიუროს მიერ გამოცემული უსაფრთხოების რეკომენდაციის ადრესატი ვალდებულია დაადასტუროს მე-15 მუხლით გათვალისწინებული ოფიციალური კორესპოდენციის მიღება და მისი მიღებიდან 90 დღის განმავლობაში შეატყობინოს მოკვლევის ბიუროს, გატარებული პრევენციული ზომების ან იმ ზომების შესახებ, რომლის გატარებაც დაგეგმილია გარკვეულ დროში, ასევე სათანადო შემთხვევაში, არგუმენტაცია თუ რატომ არ იქნა ზომები მიღებული.

2. პასუხის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში  მოკვლევის ბიურო  ატყობინებს ადრესატს შეესაბამება თუ არა გატარებული ზომები მოთხოვნილს და იძლევა დასაბუთებას, როცა ის არ ეთანხმება ადრესატის გადაწყვეტილებას ზომების მიუღებლობაზე.

3. მოკვლევის ბიურო ურუნველყოფს მის მიერ გამოცემულ უსაფრთხოების რეკომენდაციებზე მიღებული პასუხების აღსარიცხად შესაბამისი პროცედურების განხორციელებას.

4. თითოეულმა ერთეულმა, რომელიც იღებს უსაფრთხოების რეკომენდაციებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ვალდებულია მიღებული უსაფრთხოების რეკომენდაციების შესრულებაზე აწარმოოს კონტროლ