1. იმ შემთხვევაში, თუ ასევე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ამის შესახებ უნდა ეცნობოს მოკვლევაზე უფლებამოსილ პირს. ამ შემთხვევაში მოკვლევაზე უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს საბორტო თვითჩამწერების და ნებისმიერი ფიზიკური მტკიცებულების შენახვა. სამართლებრივი მოკვლევის მწარმოებელი ხელმძღვანელობა უფლებამოსილია დანიშნოს მოხელე, რომელიც თან გაჰყვება საბორტო თვითჩამწერებს თუ ფიზიკურ მტკიცებულებებს მათი გაშიფვრის თუ მათზე მუშაობის ადგილამდე. იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ფიზიკური მტკიცებულება შეიძლება შეიცვალოს ან განადგურდეს მისი შემოწმებისა თუ ანალიზის შედეგად, საჭირო იქნება სამართლებრივი მოკვლევის მწარმოებელი ხელმძღვანელობის წინასწარი თანხმობა, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შელახვის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ გონივრულ დროში ან თხოვნის მიწოდებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში, არ მოხდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული წინასწარი ზომების შესაბამისად თანხმობის მიღება, ეს მოკვლევაზე უფლებამოსილს არ შეუშლის ხელს მოკვლევისა თუ ანალიზის ჩატარებაში. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივი მოკვლევის მწარმოებელი ხელმძღვანელობა უფლებამოსილია მტკიცებულებათა ამოღებაზე (დაკავებაზე), მოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა გააჩნდეს დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა აღნიშნულ ნივთმტკიცებაზე.
2. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევისას ცნობილი გახდება ან არსებობს ეჭვი იმისა, რომ ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ჩარევის აქტს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოკვლევაზე უფლებამოსილმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის კომპეტენტურ ხელმძღვანელობას. მე-12 მუხლის შესაბამისად, მოკვლევისას შეგროვებული შესაბამისი ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს აღნიშნულ ხელმძღვანელობას და თხოვნის შემთხვევაში ამ ხელმძღვანელობას ასევე შეიძლება გადაეცეს შესაბამისი მასალა. შესაბამისი ინფორმაციის და მასალის გაზიარება საფრთხეს არ მიაყენებს მოკვლევის ბიუროს უფლებას გააგრძელოს მუშაობა იმ ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში, რომელსაც შეიძლება გადასცემოდა ადგილის კონტროლი.
3. მოკვლევის ბიურო ერთის მხრივ და მეორე მხრივ სამართალდამცავი ორგანოების, სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, ძებნა-შველის სამსახურის ხელმძღვანელობა, რომელიც აწარმოებს საქმის გამოძიებას და/ან მოკლვლევას მოკვლევის ბიუროს პარალელურად მოკვლევასთან დაკავშირებულ საქმიანობაში თანამშრომლობენ. ამასთან, მოკვლევის ბიურო მის მიერ მოკვლევის წარმოებისას დამოუკიდებელია აღნიშნული უწყებების მხრიდან ნებისმიერი სახის ჩარევისგან, რაც ტექნიკურად მოკვლევის ეფექტურად და შეუფერხებლად ჩატარების წინაპირობაა. აღნიშნული ზომები, მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
ა) საავიაციო შემთხვევის ადგილის ხელმისაწვდომობა;
ბ) მტკიცებულების შენახვა და მისი ხელმისაწვდომობა;
გ) თითოეული პროცესის მდგომარეობის შესახებ საწყისი და მიმდინარე ანგარიშები;
დ) ინფორმაციის გაცვლა;
ე) უსაფრთხოების ინფორმაციის სათანადო გამოყენება;
ვ) კონფლიქტების აღმოფხვრა;
ზ) სხვა ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოკვლევის ბიუროს დამოუკიდებლობა