1. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს (შემდგომში „მოკვლევის ბიურო“) უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში „მინისტრი“).
2. სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი იმ საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევას, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პასუხისმგებლობის ქვეშ, დამოუკიდებლად აწარმოებს მოკვლევის ბიურო, რომელსაც გააჩნია საკუთარი ძალებით ან სხვა უსაფრთხოების მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სრული მოკვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი.
3. მოკვლევის ბიურო არის ფუნქციურად დამოუკიდებელი, ფრენის ვარგისობაზე, სერტიფიკაციაზე, საფრენოსნო ექსპლუატაციაზე, ტექმომსახურებაზე, ლიცენზირებაზე, საჰაერო მოძრაობის კონტროლსა თუ აეროდრომის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი საავიაციო ხელმძღვანელობისაგან და ნებისმიერი სხვა მხარისაგან თუ უწყებისაგან, რომლის ინტერესები თუ ამოცანები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მოკვლვევის ბიუროს ამოცანებს ან ზემოქმედებას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.
4. მოკვლევის ბიურო მოკვლევის ჩატარებისას არ ხელმძღვანელობს არავის მითითებებით და მას გააჩნია შეუზღუდავი უფლებამოსილება მოკვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით.
5. მოკვლევის ბიურო უფლებამოსილია საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშაოს მოკვლევის პროცედურების სახელმძღვანელო, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
6. მოკვლევის ბიურო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ საშუალებით, რომელიც საჭიროა მისი ამოცანის დამოუკიდებლად განხორციელებისათვის და ამისათვის საკმარისი რესურსების მოძიებით. კერძოდ:
ა) მოკვლევის ბიუროს უფროსს ვალდებულია გააჩნდეს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაში მისი მოვალეობების შესრულების გამოცდილება და კომპეტენცია, საერთაშორისო სტანდარტების, წინამდებარე წესის და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) მოკვლევის ბიუროს მომკვლევებს ენიჭებათ სტატუსი, (ეძლევათ მანდატი (მოწმობა), სადაც მითითებულია მათი უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის საკანონმდებლო და სხვა საფუძველი. ეს მანდატი შეიცავს მომკვლევის სურათს და წარმოადგენს საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის დროს მათი მუშაობის კანონიერ საფუძველს), რომელიც მათთვის უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის საჭირო გარანტიებს;
შენიშვნა - მომკვლევის მოწმობის ნიმუში მოცემულია წესის დანართი 2-ში
გ) მოკვლევის ბიუროს მუდმივ შტატში უნდა ირიცხებოდეს სულ მცირე ერთი მოქმედი მაღალკვალიფიციური მომკვლევი, რომელიც შეძლებს სერიოზული საავიაციო შემთხვევის არსებობისას მოკვლევაზე უფლებამოსილის ფუნქციის შესრულებას;
დ) მოკვლევის ბიუროს მიერ თავისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი ბიუჯეტიდან.
ე) მოკვლევის ბიუროს უნდა გააჩნდეს კვალიფიცირებული პერსონალი და სათანადო შესაძლებლობები, მათ შორის ოფისები და ანგარები საჰაერო ხომალდის და მისი შემადგენელი დაზიანებული ნაწილების შენახვისა და დათვალიერებისათვის, უშუალოდ ან მე-6 მუხლში მითითებული თანამშრომლობის ან სხვა ქვეყნის შესაბამისი უწყების ხელმძღვანელობასთან თუ ადგილობრივ უწყებასთან შეთანხხმების საფუძველზ