1, ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევისას:
ა) რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე;
ბ) რომელიც მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ სამოქალაქო საჰაერო ხომალდს და რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, როდესაც მოცემულ მოკვლევას არ აწარმოებს სხვა სახელმწიფო;
გ) რომელშიც საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის თანახმად, მოკვლევის განმახორციელებელი სახელმწიფოს თხოვნით საქართველო უფლებამოსილია დანიშნოს აკრედიტებული წარმომადგენელი რეგისტრაციის სახელმწიფოს, ექსპლუატანტის სახელმწიფოს, კონსტრუირების სახელმწიფოსა და ინფორმაციის, მოწყობილობისა თუ ექსპერტების უზრუნველმყოფი სახელმწიფოს ეგიდით მონაწილეობის მისაღებად;
დ) რომელშიც საქართველოს მისი მოქალაქეების სასიკვდილო თუ სერიოზული დაზიანების გამო გააჩნია განსაკუთრებული ინტერესი, მოკვლევის განმახორციელებელი სახელმწიფო აძლევს ექსპერტის დანიშვნის უფლებას.
2. წინამდებარე წესი ასევე გამოიყენება საავიაციო შემთხვევაში მონაწილე საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფი ყველა პირისა და ბორტზე არსებული სახიფათო ტვირთის შესახებ დროული ინფორმაციის გავრცელებისთვის და საავიაციო შემთხვევისას დაზარალებულთა და მათ ნათესავთა თანადგომისათვის.
3. წინამდებარე წესი არ გამოიყენება იმ საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევისთვის, რომლებიც მოიცავს სამხედრო, საბაჟო, პოლიციისა თუ მსგავს სამსახურებში მონაწილე საჰაერო ხომალდებს.
4. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი და/ან ავიასაწარმო და მოთხოვნის შემთხვევაში მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო