1. ნებისმიერმა პირმა, რომელსაც გააჩნია რაიმე ინფორმაცია მომხდარ საავიაციო შემთხვევაზე თუ ინციდენტზე ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით უნდა შეატყობინოს  მოკვლევის ბიუროს.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გადაცემისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების შესახებ დადგენილი წესის მოთხოვნები.

3. მოკვლევის ბიურომ ყველა იმ საავიაციო შემთხვევაზე და ინციდენტზე, რომლის შესახებაც მას მიღებული აქვს შეტყობინება,  საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად დადგენილი წესისამებრ უნდა შეატყობინოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) და ყველა დაინტერესებულ მხარე