1, დაუშვებელია შემდეგი ჩანაწერების ხელმისაწვდომობა ან/და გამოყენება გარდა მოკვლევის მიზნებისთვის:
ა) მოკვლევის ბიუროს მომკვლევის მიერ მოკვლევის მანძილზე ნებისმიერი პირისაგან მიღებული ნებისმიერი განცხადება;
ბ) იმ პირთა ვინაობის დასადგენი ჩანაწერები, რომლებმაც მიაწოდეს მტკიცებულება მოკვლევის განმავლობაში;
გ) მოკვლევის ბიუროს მიერ შეგროვებული ინფორმაცია, რომელიც განსაკუთრებით კონფიდენციალურია ან პირად ხასიათს ატარებს, მათ შორის პირთა ჯანმრთელობის შესახებ;
დ) მოკვლევის პროცესში მიღებული მასალა, როგორიცაა მომკვლევთა შენიშვნები, ჩანაწერები, წერილობითი შეხედულებები, ინფორმაციის ანალიზთან დაკავშირებული შეხედულებები, მათ შორის საბორტო თვითმწერის ინფორმაცია;
ე) ინფორმაცია და მტკიცებულება, რომელსაც წარმოადგენენ სხვა სახელმწიფოთა მომკვლევები საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად;
ვ) წინასწარი ან საბოლოო ანგარიშების ან შიდა განცხადებების შავი ჩანაწერები;
ზ) კაბინის ხმოვანი და გამოსახულებიანი ჩანაწერები და მათი გაშიფვრა, ისევე როგორც ხმოვანი ჩანაწერები საჰაერო მოძრაობის კონტროლის განყოფილებებში, და ასევე იმ ინფორმაციის უზრუნველყოფა, რომელიც არ არის დაკავშირებული მოკვლევასთან, კერძოდ ის ინფორმაცია, რომელიც არის პირადი ხასიათის, სათანადოდ უნდა იყოს დაცული, ამ მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის გარეშე.
2, დაუშვებელია შემდეგი ჩანაწერების ხელმისაწვდომობა ან გამოყენება მოკვლევის მიზნით გარდა ან სხვა დანიშნულებით, რომელიც მიმართულია საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლებისათვის:
ა) სრული კომუნიკაცია იმ პირებს შორის, რომლებიც მონაწილეობდნენ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში;
ბ) საჰაერო მოძრაობის მართვის ერთეულების წერილობითი ან ელექტრონული ჩანაწერები და ჩანაწერების გაშიფვრა, მათ შორის შიდა მიზნებისთვის შესრულებული შეტყობინებები და ანგარიშები;
გ) ადრესატებისათვის მოკვლევის ბიუროსაგან გადაგზავნილი უსაფრთხოების რეკომენდაციების თანმხლები წერილები, რომელიც მოთხოვნილია რეკომენდაციის გამცემი მოკვლევის ბიუროს მიერ;
დ) საავიაციო მოვლენების შესახებ შეტყობინებები.
შენიშვნა: -საბორტო თვითჩამწერის ჩანაწერები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ან გამოყენებული ამ მოკვლევის, ფრენის ვარგისობის ან ტექმომსახურების მიზნების გარდა, გამონაკლისია, თუ მოცემული ჩანაწერები დეიდენტიფიცირებული ან გამომჟღავნებულია უსაფრთხოების პროცედურების დაცვით.
3. მიუხედავად ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული გარემოებებისა, სამართალდამცავი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს, რომ პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ჩანაწერების,კანონით დაუშვებელი ნებისმიერი მიზნით, გამჟღავნება უფრო მნიშვნელოვანია და საჭირო, ვიდრე ის უარყოფითი საშინაო და საერთაშორისო ზეგავლენა, რაც აღნიშნული ჩანაწერების გამოქვეყნებამ შეიძლება იქონიოს მიმდინარე ან პოტენციური მოკვლევის პროცესზე.
პირველ და მე-2 პუნქტების ჩანაწერების მიწოდება მოკვლევისაგან განსხვავებული მიზნებით და იმ მიზნებით, რომლებიც არ ითვალისწინებს საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლებას, შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით.
4. შესაძლებელია მხოლოდ იმ მონაცემების გამომჟღავნება, რომლებიც უკიდურესად აუცილებელია მე-3 პუნქტში მითითებული მიზნებისათვი