1. მოკვლევა  სრულდება ანგარიშის სახით, დასკვნით,  საავიაციო შემთხვევის თუ ინციდენტის ტიპისა და სერიოზულობის შესაბამისად. ანგარიშში აისახება, რომ მოკვლევის ერთადერთი მიზანია შემდგომში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილება, ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის გარეშე. ანგარიში შეიცავს შესაბამისი უსაფრთხოების რეკომენდაციებს.

2. ანგარიშში დაცულია ნებისმიერი პირის ანონიმურობა, რომელიც მონაწილეობს საავიაციო შემთხვევასა თუ სერიოზულ ინციდენტში.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევის  დასრულებამდე შესაძლებელია ანგარიშის გამოქვეყნება, მოკვლევის ბიუროს შეუძლია ანგარიშის გამოქვეყნებამდე მოითხოვოს კომენტარები დაინტერესებული უფლებამოსილი ორგანოდან და მათი მეშვეობით შესაბამისი კონსტრუქციის, დამამზადებლისა და ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელებისაგან. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან დაექვემდებარონ ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის წესებს კონსულტაციის შინაარსის თვალსაზრისით.

4. საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე მოკვლევის ბიურო ვალდებულია მოითხოვოს კომენტარები დაინტერესებული უფლებამოსილი ორგანოდან და მათი მეშვეობით შესაბამისი კონსტრუქციის, დამამზადებლისა და ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელებისაგან. კომენტარების მოთხოვნისას მოკლვევის ბიურო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით  და რეკომენდებული პრაქტიკით.

5. მე-14 მუხლით წარმოდგენილი ინფორმაცია აისახება ანგარიშში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეეხება საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის ანალიზს. ის ინფორმაცია ან მისი ნაწილი, რომელიც არ არის დაკავშირებული ანალიზთან, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.

6. მოკვლევის ბიურო საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, საავიაციო შემთხვევისა თუ სერიოზული ინციდენტის მოხდენიდან 12 თვის განმავლობაში.

7. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნება  შეუძლებელია 12 თვის განმავლობაში, მოკვლევის ბიურო  ვალდებულია გააკეთოს შუალედური (საჯარო) განცხადება საავიაციო შემთხვევისა თუ სერიოზული ინციდენტის მოხდენიდან ყოველი წლის თავზე, რომელშიც დეტალურად იქნება განხილული მოკვლევის მიმდინარეობა და უსაფრთხოების საკითხები.

8. მოკვლევის ბიურო უზრუნველყოფს საბოლოო ანგარიშის ასლის და უსაფრთხოების რეკომენდაციების შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში გაგზავნას:

ა) შესაბამისი დაინტერესებული სახელმწიფოების სამოქალაქო ავიაციის და მოკვლევის ორგანოების ხელმძღვანელობისთვის, ასევე იკაო-სთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად;

ბ) ანგარიშში მითითებული უსაფრთხოების რეკომენდაციების ადრესატებისთვი