1. საავიაციო შემთხვევაზე ან ინციდენტზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიუხედავად, მოკვლევაზე უფლებამოსილ პირს უნდა გააჩნდეს საჭირო ზომების მიღების უფლებამოსილება  მოკვლევის წარმოების მიზნით.

2. მოკვლევაზე უფლებამოსილი პირი  უფლებამოსილია:

ა)  მისთვის დაუყოვნებლივ და შეფერხების გარეშე ხელმისაწვდომი იყოს საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის ადგილი, ისევე როგორც საჰაერო ხომალდი, მისი შემადგენელი ნაწილები და  ნამსხვრევები;

ბ) დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მტკიცებულებათა ჩამონათვალის, ნარჩენების და  კომპონენტების კონტროლირებული ამოღება შემოწმებისა და/ან ანალიზისათვის;

გ) მისთვის დაუყოვნებლივ  იყოს ხელმისაწვდომი საბორტო თვითჩამწერები და ნებისმიერი შესაბამისი ჩანაწერი და მათზე კონტროლი (მოთხოვნისას საგამოძიებო ორგანოებთან ერთად);

დ) მოითხოვოს და ხელი შეუწყოს სასიკვდილოდ დაზიანებულ პირთა აუტოფსიას და მისთვის უშუალოდ ხელმისაწვდომი იყოს მოცემული აუტოფსიის ან აღებული სინჯების ანალიზის შედეგები;

ე) მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში მონაწილე პირთა სამედიცინო გამოკვლევა და მათგან აღებული სინჯების შემოწმება. აღნიშნული გამოკვლევის და შემოწმების შედეგები ხელმისაწვდომი იყოს მოკვლევაზე უფლებამოსილი პირისთვის;

ვ) დაუკაშირდეს და შეამოწმოს თვითმხილველები და მოსთხოვოს მოკვლევასთან დაკავშირებით ინფორმაციის ან მტკიცებულების მიწოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მისთვის უშუალოდ ხელმისაწვდომი იყოს სათანადო ინფორმაცია და/ან ჩანაწერები, რომლებიც ეკუთვნის მესაკუთრეს, კონსტრუქციის ტიპის სერტიფიკატის მფლობელს, პასუხისმგებელ ტექმომსახურების ორგანიზაციას, სასწავლო დაწესებულებას, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ან დამამზადებელს, სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროვაიდერებს ან აეროდრომის ექსპლუატანტებს.

3. საჭიროების შემთხვევაში მოკვლევაზე უფლებამოსილი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული უფლებამოსილებების ვადა გაუხანგრძლივოს, როგორც ადგილობრივ ექსპერტებსა და მრჩევლებს, ასევე აკრედიტირებულ წარმომადგენლებს, მათ ექსპერტებსა და მრჩევლებს, იმ ვადით, რაც საჭიროა მოკვლევის ეფექტური განხორციელებისათვის. აღნიშნული უფლებამოსილებების განხორციელება არ შეაფერხებს სისხლის სამართლებრივ გამოძიებას.

4. ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობს მოკვლევაში, ვალდებულია საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს დამოუკიდებლად და არ დაემორჩილოს არავის მითითებებს, გარდა მოკვლევაზე უფლებამოსილი პირისა ან აკრედიტებული წარმომადგენლის