1. საავიაციო შემთხვევის დროს, როცა საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 2 250 კგ-ზე მეტია, მოკვლევის ბიურო, მოკვლევის შემდეგ პირველი შესაძლებლობისთანავე აგზავნის ინფორმაციულ ანგარიშს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
2. მოკვლევის ბიურო, სხვა ქვეყნებიდან მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის შესაბამის დამატებით ინფორმაციას მომხდარ საავიაციო შემთხვევაზე/ინციდენტზე.
3. საავიაციო შემთხვევის დროს, როცა საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 5700 კგ-ზე მეტია, მოკვლევის ბიურო, მოკვლევის შემდეგ პირველი შესაძლებლობისთანავე აგზავნის ინფორმაციულ ანგარიშს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
შენიშვნა: ინციდენტების მაგალითების ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითად ინტერესს მოცემულია წესის დანართი