1. ვერტმფრენების ექსპლუატაცია ხორციელდება საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ნორმების შესაბამისად, რომელიც დადგენილია სააგენტოს მიერ.

შენიშვნა. საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ნორმები ასახავს, როგორც ფრენის სხვადასხვა ეტაპებს, ასევე საექსპლუატაციო პირობებს. ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მე-3 ნაწილის დამატება A-ში მოყვანილია სახელმძღვანელო მასალა საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების ნორმების დადგენისათვის.

2. იმ პირობებში,  როდესაც ფრენის უსაფრთხოდ გაგრძელება  არ არის უზრუნველყოფილი  კრიტიკული  ძრავის  მტყუნების  შემთხვევაში, ვერტმფრენების ექსპლუაატაცია  უნდა განხორციელდეს ისეთი  მეთოდით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ვერტმფრენის იძულებითი დაფრენა.

3. იმ  შემთხვევაში, როცა სააგენტოს მიერ   ნებადართულია  III - კლასის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების  მქონე ვერტმფრენების ფრენა სახელსაწყოო მეტეოროლოგიურ პირობებში, ფრენები უნდა  განხორციელდეს  ამ წესის 42–ე მუხლის მთხოვნების შესაბამისად.

4. როდესაც ვერტმფრენების ექსპლუატაცია ხორციელდება შეზღუდულ  არახელსაყრელ პირობებში, საქართველოს ფარგლებში, სააგენტო   ადგენს მოთხოვნებს  და უზრუნველყოფს, რომ ფრენები განხორციელდეს ისეთნაირად, რომ  ძრავის  მტყუნებასთან დაკავშირებული  რისკები იყოს გათვალისწინებუ