1. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ადგენს  უსაფრთხოების მართვის სისტემას, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს ორგანიზაციის სტრუქტურა, მოვალეობები, უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები, ასევე მართვის ის პროცესები/პროცედურები, რომლებიც აუცილებელია აეროდრომის უსაფრთხო ექსპლუატაციისა და აეროდრომზე უსაფრთხოების დონის სისტემატური გაუმჯობესებისათვის.

2. აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილ მოთხოვნებს.

3. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია, აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე დაადგინოს ფრენების უსაფრთხოების მოთხოვნები და უზრუნველყოს მათი დაცვა იმ საწარმოების მიერ, რომლებიც ახორციელებენ აეროდრომზე/ვერტოდრომზე ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

4. აეროდრომის ექსპლუატანტი, უზრუნველყოფს საავიაციო მოვლენათა შეტყობინების  სისტემის დანერგვას და საავიაციო მოვლენათა შეტყობინებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების  შესაბამისა