1. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს აეროდრომის/ვერტოდრომის, მისი მოწყობილობების, საშუალებების, აღჭურვილობის ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებას, ტექნიკური მომსახურების პროგრამის შესაბამისად.
2. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი კოორდინაციას უწევს ქმედებებს, რათა აეროდრომის/ვერტოდრომის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველმყოფი მომსახურების მომწოდებლების მიერ, ამ აეროდრომის/ვერტოდრომისა და მის მიმდებარე საჰაერო სივრცეში უზრუნველყოფილ იქნეს ფრენებისა და საჰაერო ხომალდის უსაფრთხო მომსახურება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კოორდინაცია ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე და სამსახურებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ აეროდრომის/ვერტოდრომის სტრუქტურულ ერთეულს, საქმიანობენ დამოუკიდებლად, მაგრამ დაკავშირებულნი არიან ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან (საჰაერო მოძრაობის მომსახურების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, ავია საწვავ-გამმართველი, საავიაციო ტექნიკური ბაზის, მეტეოროლოგიური მომსახურების და სხვა ორგანიზაციები