1. „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს“ (შემდგომ – სახელმძღვანელო) შეიმუშავებს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი.
2. სახელმძღვანელო:
ა) მტკიცდება აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ;
ბ) დგება იმ ფორმატით, რომ შესაძლებელი გახდეს მასში ცვლილებების შეტანა;
გ) ითვალისწინებს გვერდების რეგისტრაციის სისტემას, აგრეთვე ცვლილებების შესატან სარეგისტრაციო გვერდს;
დ) დგება იმ სახით, რომ გამარტივდეს მისი განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების პროცესი.
3. სახელმძღვანელო თანხმდება სააგენტოსთან. სახელმძღვანელო უნდა წარედგინოს სააგენტოს (სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონული ფორმითაც) ორ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე.
4. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტი სახელმძღვანელოს მოქმედ ეგზემპლარს (დედანს) ინახავს აეროდრომზე/ვერტოდრომზე, ხოლო სახელმძღვანელოს ასლი (კონტროლის მიზნით) ინახება სააგენტოში.
5. აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტმა სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენელს (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს) შესამოწმებლად უნდა წარუდგინოს სახელმძღვანელოს მოქმედი ეგზემპლარი.
6. სახელმძღვანელო ან მისი ნაწილი ხელმისაწვდომი უნდა იქნეს აეროდრომის/ვერტოდრომის შესაბამისი თანამშრომლებისათვის