1.  სახელმძღვანელო უნდა შეიცავდეს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

2. იმ შემთხვევაში, როცა სააგენტო, ამ წესის 32-ე მუხლის შესაბამისად, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტს ათავისუფლებს ამავე წესით დადგენილ რომელიმე მოთხოვნისაგან, სააგენტო აცნობებს ექსპლუატანტს თავის გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით, გათავისუფლების ძალაში შესვლის თარიღის და მოქმედების ვადის ჩვენებით, აგრეთვე – იმ პირობებს და/ან პროცედურებს, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასევე აისახება სახელმძღვანელოში.

3.  თუ სახელმძღვანელოში ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული რაიმე მონაცემი არ არის ასახული იმის გამო, რომ ის აღნიშნული აეროდრომისათვის არ გამოიყენება, ექსპლუატანტმა სახელმძღვანელოში უნდა მიუთითოს ამის მიზეზი.

4. აეროდრომზე/ვერტოდრომზე არსებული სახელმძღვანელო მასალის და პროცედურების ცალკე რედაქციად გამოცემა, ასევე წარმოადგენს აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება სახელმძღვანელოს მიმართ წაყენებული მოთხოვნებ