1. აეროდრომის/ვერტოდრომის რუკა იქმნება ყველა იმ აეროდრომის/ვერტოდრომის შემთხვევაში, რომელიც რეგულარულად გამოიყენება საერთაშორისო და ადგილობრივი გადაყვანა-გადაზიდვისთვის.

2. აეროდრომის/ვერტოდრომის რუკა იქმნება ყველა იმ სხვა აეროდრომის/ვერტოდრომის შემთხვევაშიც, რომელიც  შეიძლება გამოიყენებოდეს  საერთაშორისო და ადგილობრივი გადაყვანა-გადაზიდვისთვის.

შენიშვნა: გარკვეულ პირობებში შეიძლება საჭირო იყოს სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკის და საჰაერო ხომალდების სადგომების/სადგომებზე დაყენების რუკის (იხ. ამ წესის მე-14 და მე-15 თავები) წარდგენაც; ამ შემთხვევაში საჭირო არ არის აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე იმ ელემენტების დუბლირება, რომელიც დაიტანება ამ დამატებით რუკებზ