1. აეროდრომის/ვერტოდრომის რუკა უზრუნველყოფს საფრენოსნო ეკიპაჟს ინფორმაციით, რომელიც ეხმარება განახორციელონ საჰაერო ხომალდების სახმელეთო მოძრაობა:

ა) სადგომიდან ადზ-მდე და

ბ) ადზ-დან სადგომამდე და შვეულმფრენების მოძრაობა:

ა) შვეულმფრენის სადგომიდან დაფრენის და მიწიდან მოწყვეტის არემდე და აფრენისა და დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის არემდე;

ბ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არედან მიწასთან შეხების და მოწყვეტის არემდე და შვეულმფრენის სადგომამდე;

გ) სახმელეთო სბ-სა და სბ-ზე ჰაერში შვეულმფრენის მიმოსვლისთვის;

დ) ჰაერში გადაადგილების მარშრუტის გასწვრივ.

2. რუკაზე, ასევე, ასახულია მნიშვნელოვანი საექსპლუატაციო მონაცემები აეროდრომის/ვერტოდრომის შესახებ