1. აეროდრომის/ვერტოდრომის რუკაზე მიეთითება:

ა) აეროდრომის/ვერტოდრომის საკონტროლო წერტილის გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებსა და წამებში;

ბ) აეროდრომის/ვერტოდრომის და  შესაბამის შემთხვევებში, ბაქნის (სიმაღლის საზომის შემოწმების წერტილების) შემაღლება, უახლოეს მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით;  ხოლო დასაფრენად არაზუსტი შესვლისთვის – ადზ-ის ზღურბლის და დაფრენის და აფრენის არეს გეომეტრიული ცენტრის შემაღლება და გეოიდის ტალღა;

გ) დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი ადზ-ის ზღურბლის, დაფრენის და აფრენის არეს გეომეტრიული ცენტრის და დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილ ადზ-ზე შეხების არეს ყველაზე მაღალი წერილის შემაღლება და გეოიდის ტალღა, უახლოეს ნახევარ მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით;

დ) ყველა ადზ, მათ შორის მშენებარე, ნომრის, სიგრძის და სიგანის მითითებით და უახლოეს მეტრამდე სიზუსტით, მზიდი შესაძლებლობის, ადზ-ის წანაცვლებული ზღურბლის, დამუხრუჭების ბოლო ზოლის, დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის, ადზ-ის მიმართულების მითითებით, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით მაგნიტურ მერიდიანის მიმართ, ადზ-ის ზედაპირის და მარკირების მითითებით.

შენიშვნა: მზიდი შესაძლებლობა შეიძლება მიეთითოს ცხრილის სახით რუკის მარცხება ან უკანა მხარეს.

ე) ყველა ბაქანი, საჰაერო ხომალდების/შვეულმფრენების სადგომებით და, შესაბამის შემთხვევებში, შუქსასიგნალო საშუალებები, მარკირება და ვიზუალური დამიზნების და მართვის სხვა საშუალებები, მათ შორის, სადგომზე ვიზუალური დაყენების სისტემის ტიპი და ადგილმდებარეობა, ზედაპირის ტიპი შვეულმფრენებისთვის და მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით, თუ მზიდი შესაძლებლობა ნაკლებია შესაბამისი ადზ-ის მზიდი შესაძლებლობის.

შენიშვნა: მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით შეიძლება მიეთითოს ცხრილის სახით, რუკის წინა ან უკანა მხარეს.

ვ) ადზ-ის ზღურბლის, დაფრენის და აფრენის არეს გეომეტრიული ცენტრის და/ან დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არეს ზღურბლის (აუცილებლობისას) გეოგრაფიული კოორდინატები, გრადუსებში, წუთებსა და წამებში;

ზ) ყველა სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო და სახმელეთო სბ შვეულმფრენებისთვის, ზედაპირის ტიპის მითითებით, ჰაერში გადაადგილების მარშრუტები, აღნიშვნის, სიგანის, შუქსასიგნალო საშუალებების, მარკირების მითითებით, მათ შორის, ადზ-თან მოცდის ადგილი და, თუ დადგენილია, მოცდის შუალედური ადგილები და „სტოპ“ ხაზის სანათები, ვიზუალური დამიზნების და მართვის სხვა საშუალებები და მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით, თუ მზიდი შესაძლებლობა ნაკლებია შესაბამისი ადზ-ის მზიდ შესაძლებლობაზე.

შენიშვნა: მზიდი შესაძლებლობა ან შეზღუდვები საჰაერო ხომალდების ტიპების მიხედვით შეიძლება მიეთითოს ცხრილის სახით, რუკის წინა ან უკანა მხარეს.

თ) სახიფათო მონაკვეთის ადგილმდებარეობა, სათანადო დამატებითი ინფორმაციის დატანით, თუ დადგენილია ასეთი უბნები.

შენიშვნა: სახიფათო მონაკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეიძლება დატანილი იყოს ცხრილის სახით რუკის წინა ან უკანა მხარეს.

ი) სბ-ს შესაბამისი ღერძულა ხაზის წერტილების და საჰაერო ხომალდების სადგომების გეოგრაფიული კოორდინატები, გრადუსებში, წუთებში, წამებსა და მეასედ წამებში;

კ) საჰაერო ხომალდების მიმოსვლის სტანდარტული მარშრუტები მაჩვენებლებით, თუ დადგენილია მსგავსი მარშრუტები;

ლ) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების საზღვრები;

მ) ადზ-ზე ხილვადობის სიშორის (RVR) დაკვირვების წერტილების განთავსება;

ნ) მისადგომის სანათების და ადზ-ის სანათების სისტემა;

ო) გლისადის ვიზუალური ასახვის სისტემის ადგილმდებარეობა და ტიპი, გლისადის ნომინალური კუთხეებით, ადზ-ის ზღურბლზე პილოტის თვალის დონის მინიმალური სიმაღლე, როდესაც ის ხედავს სიგნალს „გლისადაზე“, ხოლო თუ სისტემის ღერძი არ არის ადზ-ის ღერძულა ხაზის პარალელური - კუთხით და წანაცვლების მიმართულებით, ანუ მარცხნივ ან მარჯვნივ;

პ) კავშირგაბმულობის შესაბამისი საშუალებები, მათი არხების და, აუცილებლობისას, დაერთების მისამართის და SATVOICE ნომრის მითითებით;

ჟ) დაბრკოლებები მიმოსვლისას;

რ) საჰაერო ხომალდების მომსახურების მოედნები და აღჭურვილობები, რომელიც განკუთვნილია საექსპლუატაციო მიზნებისთვის;

ს) VОR-ის შემოწმების პუნქტი და აღნიშნული საშუალების რადიოსიხშირე;

ტ) გარკვევით აღინიშნება გამოსახატავი სამუშაო მოედნის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც მუდმივად გამოუსადეგარია საჰაერო ხომალდების მიერ გამოსაყენებლად.

2. ისეთი აეროდრომების შემთხვევაში, სადაც განთავსებულია თვითმფრინავები, რომელთა ფრთების წვერები იკეცება, რუკაზე მითითებული უნდა იყოს არეები, სადაც უსაფრთხოა წვერების გასწორება და ისე ოპერირება.

3. ვერტოდრომებთან მიმართებით, გარდა ამ წესის 125-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ელემენტებისა, რუკაზე მიეთითება:

ა) ვერტოდრომის ტიპი;

ბ) დაფრენის და აფრენის არეს ზომები უახლოეს მეტრამდე სიზუსტით, დახრილობა, ზედაპირის ტიპი, მზიდი შესაძლებლობა ტონებში;

გ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და აფრენის არე, ტიპი, გეოგრაფიული პელენგი უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით, აღნიშვნის ნომერი (თუ გათვალისწინებულია), სიგრძე და სიგანე უახლოეს მეტრამდე სიზუსტით, დახრილობა და ზედაპირის ტიპი;

დ) უსაფრთხოების არე, სიგრძის, სიგანის და ზედაპირის ტიპის მითითებით;

ე) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლი შვეულმფრენებისთვის, სიგრძის და მიწის ზედაპირის პროფილის მითითებით;

ვ) დაბრკოლებები, მათი ტიპის და მაქსიმალური შემაღლების მითითებით, მეტრამდე ან ფუტამდე (უახლოეს უდიდეს მნიშვნელობამდე) სიზუსტით;

ზ) ვიზუალური საშუალებები დასაფრენად შესვლის სქემებისთვის, დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის და აფრენის არეს, ასევე დაფრენის და აფრენის არეს მარკირება და სანათები;

თ)  გამოცხადებული მანძილები შვეულმფრენებისთვის (შესაბამის შემთხვევებში უახლოეს მეტრამდე სიზუსტით), მათ შორის:

თ.ა) ასაფრენად არსებული მანძილი;

თ.ბ) შეწყვეტილი აფრენისას არსებული მანძილი;

თ.გ) დასაფრენად არსებული მანძილი.
თავი XV
სააეროდრომო სახმელეთო მოძრაობის რუკ