1. დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე ყველა აეროდრომი აღინიშნება ადზ-ის განთავსების მიხედვით. მიეთითება შეზღუდვები დაფრენის მიმართულებასთან დაკავშირებით. თუ არსებობს სულ მცირე საფრთხე მაინც ორი მეზობელი აეროდრომების ერთმანეთში არევის, ეს უნდა მიეთითოს რუკაზე. იმ აეროდრომზე, სადაც აღარ ხორციელდება ფრენები, აეროდრომი აღინიშნება როგორც „დახურული“.
2. აეროდრომის შემაღლება აღინიშნება რუკის გამოსაჩენ ადგილას.
3. რუკაზე მიეთითება და აღინიშნება დაბრკოლებები.
4. დაბრკოლებების ზედა წერტილის შემაღლება მიეთითება მეტრის ან ფუტის უახლოეს უდიდეს მნიშვნელობამდე სიზუსტით.
5. უნდა მიეთითოს დაბრკოლებების ფარდობითი სიმაღლე აეროდრომის შემაღლებიდან.
6. დაბრკოლებების ფარდობითი სიმაღლის აღნიშვნისას, რუკაზე გამოსაჩენ ადგილზე უნდა მიეთითოს სიმაღლის ათვლის წერტილი, ხოლო ფარდობითი სიმაღლის მნიშვნელობა რუკაზე მიეთითება ფრჩხილებში.
7. ფრენებისთვის აკრძალული არეები, ფრენებისთვის შეზღუდული არეები და სახიფათო არეები მიეთითება საკუთარი აღნიშვნებითა და ვერტიკალური საზღვრებით.
8. სამეთვალყურეო არე და სააეროდრომო მოძრაობის არე, საჭიროებისამებრ, დაიტანება მათი ვერტიკალური საზღვრებისა და საჰაერო სივრცის შესაბამისი კლასის მითითებით.
9. არსებობის შემთხვევაში, მიეთითება დასაფრენად ვიზუალური შესვლის პროცედურები.
10. რუკაზე მიეთითება ნავიგაციისთვის საჭირო ვიზუალური ორიენტირები.
11. მიეთითება გლისადის ვიზუალური ასახვის სისტემის ადგილმდებარეობა და ტიპი, გლისადის ნომინალური კუთხეებით, ადზ-ის ზღურბლზე პილოტის თვალის დონის მინიმალური სიმაღლე, როდესაც ის ხედავს სიგნალს „გლისადაზე“, ხოლო თუ სისტემის ღერძი არ არის ადზ-ის ღერძულა ხაზის პარალელური – კუთხით და წანაცვლების მიმართულებით, ანუ მარცხნივ ან მარჯვნივ.
12. საჭიროებისამებრ, მიეთითება სანავიგაციო საშუალებები, მათი სიხშირე და აღნიშვნა.
13. საჭიროებისამებრ, მიეთითება რადიოკავშირის საშუალებები და მათი სიხშირეები.
თავი XIV
აეროდრომის/ვერტოდრომის რუ