1. დასაფრენად ვიზუალური შესვლის რუკაზე მიეთითება რელიეფის ბუნებრივი და ხელოვნური ობიექტები (მაგ., ციცაბო ნაპირები, კლდეები, ქვიშანი დიუნები, ქალაქები, დასახლებული პუნქტები, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები, ცალკეული შუქურები).

2. გეოგრაფიული პუნქტების დასახელება უნდა მიეთითოს მხოლოდ გაუგებრობის ან ორაზროვნების გამორიცხვის მიზნით.

3.  მიეთითება სანაპირო ხაზები, ტბები, მდინარეები და ნაკადულები.

4. რელიეფი ზედაპირი აღინიშნება იმგვარად, რომ შემაღლებების და დაბრკოლებების სპეციფიკური მახასიათებლები  მაქსიმალურად იქნეს ასახული კარტოგრაფირების არეალში.

5. კონკრეტულად უნდა შეირჩეს მაღლივი ნიშნულები, თუ ისინი მიეთითება.

შენიშვნა: შეიძლება მიეთითოს ზოგიერთი მაღლივი ნიშნულის/ფარდობითი სიმაღლის მნიშვნელობა ზღვის საშუალო დონესთან და აეროდრომის შემაღლებასთან მიმართებით.

6. ათვლის სხვადასხვა საწყისი დონის  რიცხვითი მნიშვნელობები აღინიშნება განსხვავებულად