1. სხ-ის მეთაურმა ვიზუალური ფრენის წესების (VFR) შესაბამისი ფრენა უნდა დაიწყოს ან გააგრძელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი ხელმისაწვდომი მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიუთითებს, რომ მეტეოროლოგიური პირობები მარშრუტის გასწვრივ და დაგეგმილ დანიშნულების პუნქტში, აეროდრომის გამოყენების მოსალოდნელი დროისათვის იქნება ვიზუალური ფრენის წესებით ექსპლუატაციის შესაბამისი მინიმუმების ტოლი ან მასზე უკეთესი.
2. სხ-ის მეთაურმა სახელსაწყო ფრენის წესების (IFR) შესაბამისი ფრენა, დანიშნულების პუნქტის დაგეგმილი აეროდრომის მიმართულებით, უნდა დაიწყოს ან გააგრძელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკანასკნელი ხელმისაწვდომი მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიუთითებს, რომ მიფრენის მოსალოდნელი დროისათვის, მეტეოროლოგიური პირობები დანიშნულების პუნქტში ან, სულ მცირე, დანიშნულების პუნქტის ერთ-ერთ სათადარიგო აეროდრომზე, არის აეროდრომის შესაბამისი საექსპლუატაციო მინიმუმების ტოლი ან მასზე უკეთესი.
3. თუ ფრენა შეიცავს როგორც VFR, ისე IFR სეგმენტებს, ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში მითითებული მეტეოროლოგიური ინფორმაცია უნდა იქნეს გამოყენებული იმდენად, რამდენადაც ეს შესაბამისი