1. სხ-ის საწვავით გამართვა მგზავრების ჩასხდომისას, მათი ბორტზე ყოფნისას ან მათი სხ-დან ჩამოსვლისას, წარმოებს მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ სხ-ზე იმყოფება მომზადებული პერსონალის სათანადო რაოდენობა, რომლებიც მზად არიან დაიწყონ და უხელმძღვანელონ სხ-ის ევაკუაციას ყველა არსებული საშუალებით და უმოკლეს დროში

შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ადგენს საწვავის გამართვის წინაპირობად სხ-ზე ჩამონტაჟებული ტრაპების აუცილებელ გამოყენებას ან ავარიული გასასვლელების გაღებას.

2. მგზავრების ჩასხდომისას, მათი ბორტზე ყოფნისას ან მათი სხ-დან ჩამოსვლისას, სხ-ის საწვავით გამართვისას მიწისზედა მომსახურე პერსონალსა და სხ-ის ბორტზე მყოფ მომზადებულ პერსონალს შორის ნარჩუნდება ორმხრივი კავშირი სხ-ის რადიოაღჭურვილობით ან სხვა შესაბამისი საშუალებებით.

შენიშვნა: სხ-ის საწვავით გამართვის წესებს შეიცავს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომი, ხოლო საწვავით გამართვის უსაფრთხო მეთოდებზე სახელმძღვანელო მასალას შეიცავს  აეროპორტების სამსახურების სახელმძღვანელოს 1-ლი და მე-8 ნაწილები (იკაოს DOC 9137