1. ოპერატორმა მკაფიოდ უნდა მონიშნოს სახელშეკრულებო ფართობზე ყოველი ჭაბურღილი და ნავთობისა და გაზის ნაგებობა შემდეგი წესით:
ა) სახელშეკრულებო ფართობის ყოველი საოპერაციო უბნის შესასვლელთან უნდა გაიკრას აბრა ოპერატორის სახელის, სახელშეკრულებო ფართობის დასახელების, ოპერატორის მისამართის, 24-საათიანი საკონტაქტო ტელეფონის ნომერისა და სახელშეკრულებო ფართობი (ჰექტრებში) აღნიშვნით;
ბ) ყოველ ჭაბურღილზე უნდა დაიდგას აბრა სახელშეკრულებო ფართობის დასახელების, ოპერატორის სახელის, ჭაბურღილის ნომრის, ოპერატორის მისამართისა და 24-საათიანი საკონტაქტო ტელეფონის ნომერის მითითებით;
გ) ნავთობის თითოეულ რეზერვუარსა და ყველა დამხმარე რეზერვუარზე დამაგრებულ აბრაზე ან რეზერვუარზევე გამოსახული უნდა იყოს სახელშეკრულებო ფართობის დასახელება, ოპერატორის სახელი, მისამართი და 24-საათიანი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
დ) წინამდებარე პუნქტებში გათვალისწინებული წარწერები და აღნიშვნები შესრულებული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე გარკვევით, არანაკლებ 3 სმ (ერთი დიუიმის) სიმაღლის ასოებით და ციფრებით.
2. თუ ეს მოთხოვნები არ განხორციელდა ან თუ მათი განხორციელება არაპრაქტიკულია ნავთობისა და გაზის ზოგიერთი დანადგარისათვის, ოპერატორს შეუძლია მიმართოს სააგენტოს თხოვნით აღნიშვნების მოხსნის ან მათი გამოცვლის თაობაზე.
ბურღვითი ოპერაციე