1. ამოფრქვევის საწინააღმდეგო სისტემა (ასს) და ამ სისტემის კომპონენტების დაპროექტება, დამონტაჟება, გამოყენება, მომსახურება და გამოცდა ხდება ჭაბურღილის კონტროლის უზრუნველსაყოფად.
2. ნებისმიერი ამოფრქვევის საწინააღმდეგო სისტემის კომპონენტის მუშა წნევა უნდა აღემატებოდეს ჭაბურღილის პირზე მოსალოდნელ წნევას.
3. ამოფრქვევის საწინააღმდეგო სისტემა უნდა შედგებოდეს სათანადო რაოდენობის მილოვანი, ყრუ ან წაკვეთილფილებიანი ჰიდროამძრავიანი ბლოკებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მოცემულ პირობებში ჭაბურღილის სრულ კონტროლს. ამოფრქვევის საწინაღმდეგო სისტემა შეიძლება აგრეთვე შეიცავდეს რგოლურ (უნივერსალურ) ამოფრქვევის საწინააღმდეგო სისტემას (ასს).
4. ამოფრქვევის საწინააღმდეგო სისტემის (ასს) დაწნეხით ტესტირება უნდა ჩატარდეს თანაბარი ინტერვალებით ბურღვითი ოპერაციების დაწყებამდე და ოპერაციების წარმოების პროცესში, საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად. ტესტირების მაღალი წნევით ჩატარებამდე, ამოფრქვევის საწინააღმდეგო სისტემა უნდა დაიწნეხოს დაბალი წნევის (100 ბარი) პირობებში. ამის შემდეგ (ასს) უნდა დაიწნეხოს მაღალი წნევის პირობებში წყლის გამოყენებით, წნევის დონემ უნდა მიაღწიოს სამაგრი კოლონის ან/და ჭაბურღილის პირის წნევის დონეს. შემდგომი დაწნეხა უნდა ჩატარდეს ჭაბურღილის პირზე მოსალოდნელი მაქსიმალური წნევის პირობებში. რგოლური ტიპის (ასმ) უნდა დაიწნეხოს მისი მუშა წნევის 70% პროცენტის ტოლ წნევაზ