თუ განაცხადი შეესაბამება ხელშეკრულებას, კანონს, ამ წესებსა და გეგმას, მაშინ ოპერატორის მიერ მნიშვნელოვანი კაპიტალური რემონტისა და ახალი ჰორიზონტის ათვისების ნებართვაზე განაცხადის წარმოდგენიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს და წარუდგინოს ოპერატორს წერილობითი შეტყობინება განაცხადის დამტკიცების თაობაზე. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც განაცხადი ვერ გაკეთდებოდა უფრო ადრე, ხოლო ოპერაციების ჩატარების დროს აუცილებელია სახელშეკრულებო ფართობზე მდებარე საბურღი დაზგის, კაპიტალური რემონტის დანადგარის, ხვეული სატუმბო-საკომპრესორო მილების, წნევის პირობებში მილების ჭაბურღილში ჩასაშვები მოწყობილობისა, ან ჭაბურღილისშიგა მოწყობილობასთან, სამუშაო დანადგარის გამოყენება, სააგენტომ უნდა წარუდგინოს ოპერატორს წერილობითი ან ზეპირი შეტყობინება განცხადის დამტკიცების შესახებ, განაცხადის გაკეთებიდან ოცდაოთხი (24) საათის განმავლობაში.

თავი XXIV

სატუმბო-საკომპრესორო მილები და ჭაბურღილის პირის მოწყო