1. განაცხადი ლიკვიდაციის ნებართვაზე უნდა შეიცავდეს:

ა) ჭაბურღილის დასახელებას და ნომერს, ასევე განცხადებას, რომელშიც დეტალურად იქნება ჩამოყალიბებული ლიკვიდაციის მიზეზები, დამადასტურებელი კაროტაჟული დიაგრამებისა და ფენის გამოცდის მონაცემების ჩათვლით;

ბ) სალიკვიდაციო პროცედურების სქემატური და მოკლე აღწერილობას, მათ შორის: ჩახშობის, დაცემენტების, სამაგრი კოლონის ამოღების და სხვა საჭირო ინფორმაციასთან ერთად;

გ) სალიკვიდაციო ნაგებობების აღწერას, ხმელეთის ყველა იმ უბნის რეკულტივაციის გეგმითურთ, საიდანაც აღებული იქნება ნაგებობები.

2. ოპერატორის მიერ ლიკვიდაციის ნებართვაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ ოცდაათი (30) დღის ვადაში, სააგენტომ უნდა გააანალიზოს და გაუგზავნოს ოპერატორს განაცხადის დამტკიცების შესახებ წერილობითი შეტყობინება, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შეესაბამება ხელშეკრულებას, კანონს, ამ წესებს და გეგმას. თუ ოპერაციების ჩატარება მოითხოვს სახელშეკრულებო ფართობზე მდებარე საბურღი და კაპიტალური რემონტის დანადგარების, ხვეული სატუმბო-საკომპრესორო მილების, ან ჭაბურღილისშიგა მოწყობილობის სამუშაო დანადგარის გამოყენებას, სააგენტომ უნდა წარუდგინოს ოპერატორს წერილობითი ან ზეპირი შეტყობინება განაცხადის დამტკიცების შესახებ, განაცხადის გაკეთებიდან ოცდაოთხი (24) საათის განმავლობაშ