1. თუ ოპერატორი დააყენებს საკითხს ჭაბურღილის და/ან ნაგებობების საბოლოო ჩახშობისა და ლიკვიდაციის შესახებ, სააგენტოს შეუძლია 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ან სააგენტოსა და ოპერატორს შორის შეთანხმებულ სხვა ვადაში,შეუძლია მიიღოს ასეთი ჭაბურღილი და/ან ნაგებობა, იმ მიწისზედა ნაგებობებზე ან მოწყობილობებზე უფლების გარეშე, რომელთა საკუთრებაში შენარჩუნებასაც არჩევს ოპერატორი. თუ სააგენტო გადაწყვეტს ჭაბურღილის და/ან ნაგებობების მიღებას, ჩაითვლება, რომ ოპერატორმა მთლიანად და უსასყიდლოდ, დაბრუნების უფლების გარეშე, უარი განაცხადა თავის წილზე ამ ჭაბურღილში, მის სალიკვიდაციო ანგარიშსა და/ან ასეთ ნაგებობებზე. ამის შემდეგ სააგენტომ, წესების შესაბამისად, უნდა იკისროს მთელი ხარჯები და პასუხისმგებლობა ასეთი ჭაბურღილების და/ან ნაგებობების ექსპლუატაციაზე, ჩახშობასა და ლიკვიდაციაზე. ოპერატორს არ უნდა წარედგინოს არავითარი მოთხოვნები ხარჯებსა და ვალდებულებებზე, გარდა გადასაცემი ჭაბურღილის სალიკვიდაციო ანგარიშის გაცემის ვალდებულებისა.

2. წინამდებარე მუხლი არ იმოქმედებს ოპერატორის ექსლუზიურ უფლებაზე – ჩაატაროს ნავთობისა და გაზის ოპერაციები სახელშეკრულებო ფართობზე ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში.

3. ოპერატორმა უნდა გახსნას და დააფინანსოს ჭაბურღილების სალიკვიდაციო ანგარიში, რომელიც საკმარისი იქნება ჭაბურღილების და/ან ნაგებობების მოსალოდნელი სალიკვიდაციო ხარჯების დასაფარავად. როცა სააგენტო იღებს ჭაბურღილს და/ან ნაგებობას ამ პუნქტის შესაბამისად, ასეთი ჭაბურღილის და/ან ნაგებობის სალიკვიდაციო ანგარიში უნდა გადაეცეს სააგენტოს, ჭაბურღილის და/ან ნაგებობის საბოლოო ჩახშობისა და/ან ლიკვიდაციის განსახორციელებლად. სხვადასხვა ჭაბურღილისა და ნაგებობის სალიკვიდაციო ანგარიშები შეიძლება გაერთიანდეს და ინახებოდეს როგორც ერთიანი ანგარიში, იმ პირობით, რომ კონკრეტული ჭაბურღილის და ნაგებობისათვის საჭირო სახსრები იქნება გაწერილი საბუღალტრო ჟურნალებში.

კარიმუხლი 95. დამუშავების წლიური გეგმა

თუ ოპერატორზე გაცემული ლიცენზია არის ძალაში, მაშინ ყოველი კალენდარული წლის დაწყებამდე ოთხმოცდაათი (90) დღით ადრე, ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარუდგინოს სააგენტოს განსახილველად დამუშავების გეგმა, მისი შესაბამისობის ან შეუსაბამისობის დასადგენად, დამატებებისა და ცვლილებების შესატანად. გეგმაში უნდა იყოს განსაზღვრული მომდევნო კალენდარული წლისათვის დაგეგმილი ნავთობისა და გაზის ოპერაციებ