1. ჭაბურღილის პირის მოწყობისას ოპერატორი ვალდებულია:

ა) აღჭურვოს ჭაბურღილის პირი ისეთი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს წნევისა და ჭაბურღილის კონტროლის რეგულარულად ჩატარებას;

ბ) უზრუნველყოს, რომ ჭაბურღილის პირის, საშადრევნო არმატურისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობის ნომინალური წნევა აღემატებოდეს მაქსიმალურ წნევას, რომელიც წარმოიქმნება სატუმბო-საკომპრესორო მილებში.

2. ექსპლუატაციაში მყოფი ჭაბურღილის პირის, საშადრევნო არმატურისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობის კონსტრუქცია, მათი მონტაჟი და მომსახურება უნდა უზრუნველყოფდეს ჭაბურღილში წნევის სრულ კონტროლს.

თავი XXV

სალიკვიდაციო ოპერაციე