1. ოპერატორი ვალდებულია მოახდინოს ჭაბურღილის ჩახშობა და ლიკვიდაცია, მთელი მოწყობილობის დემონტაჟი, აგრეთვე გაწმინდოს სახელშეკრულებო ფართობი მის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების დროს წარმოქმნილი ყველა წინაღობისაგან და განახორციელოს გამოყენებული მიწის ფართობის რეკულტივაცია. ეს ვალდებულება ძალაში შედის: ა) ოპერატორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების, მოწყობილობის დამონტაჟების, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისთანავე ან ფართობზე წინაღობის წარმოქმნისთანავე და ბ) ხელშეკრულების თანახმად წარმოადგენს ინვესტორის, საოპერციო კომპანიისა და ეროვნული ნავთობკომპანიის ერთობლივი და წილობრივი პასუხისმგებლობის საგანს.

2. ოპერატორმა უნდა მოახდინოს ყველა ჭაბურღილის ჩახშობა და ლიკვიდაცია ისე, რომ უზრუნველყოს ჭაბურღილის შიგნით ნახშირწყალბადის ზონების იზოლაცია და მტკნარი წყლის ჰორიზონტების დაცვა. მექანიკური ექსპლუატაციის სტადიაში მყოფი პროდუქტიული ჭაბურღილების ლიკვიდაცია ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპერატორი დაადგენს, რომ მომავალში ჭაბურღილი აღარ წარმოადგენს ფასეულობას და ვერ იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისათვი