2. დაინტერესებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე, ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, წერილობით გადაეცემა ინფორმაცია შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების წესის შესახებ, რასაც ხელს აწერენ დაინტერესებული პირი და დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, ხოლო აღნიშნული კომუნიკაციის თარჯიმნის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში – აგრეთვე თარჯიმანი.
3. დაინტერესებულ პირს მომხმარებლის სახელი და პაროლი, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ეგზავნება მის მიერ მიწოდებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.
4. დაინტერესებული პირი ვალდებულია:
ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი;
ბ) მომხმარებლის სახელისა და პაროლის დაკარგვის ან სამინისტროს ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს დეპარტამენტს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღდგენის მიზნით;
გ) შეტყობინების ან გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ, მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, გაეცნოს შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილება