2. სასამართლოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან განჩინება, ასევე შესაგებელი, სასამართლო საქმისწარმოების მასალები და სასამართლო უწყება პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების ან განჩინების, ასევე შესაგებლის, სასამართლო საქმისწარმოების მასალების და სასამართლო უწყების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან.

3. სასამართლო უფლებამოსილი პირები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების, ასევე შესაგებლის, სასამართლო საქმისწარმოების მასალების ან სასამართლო უწყების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებას ახორციელებენ სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალები