1. მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს მიმდინარე საოპერაციო საქმიანობის ხარისხიანი და შეუფერხებელი წარმოება;
ბ) მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდება;
გ) დეპარტამენტის მომსახურების შეუფერხებლად და მაღალი ხარისხით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტის მომსახურების განვითარების ინიციირება და განხორციელება.
2. მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს პროდუქტების/სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება;
ბ) მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საოპერაციო საქმიანობის ხარისხიანი და შეუფერხებელი წარმოება;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და სათანადო რეაგირებ