1. თავშესაფრის პროცედურა შეწყდება, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი:

ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას;

ბ) არ თანამშრომლობს სამინისტროსთან;

გ) დეპარტამენტს/სასამართლოს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;

დ) დეპარტამენტს/სასამართლოს 3 სამუშაო დღის ვადაში არ აცნობებს შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას მისი შეცვლის შემთხვევაში;

ე) არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ გამოცხადდება ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე;

ვ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოცხადდება გასაუბრებაზე;

ზ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება დეპარტამენტში ან/და დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;

თ) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება დეპარტამენტში ან/და დეპარტამენტს არ წარუდგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;

ი) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას ან ანკეტირებისას არ წარადგენს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას;

კ) დატოვებს საქართველოს;

ლ) გარდაიცვლება.

2. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჰბარდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

თავი VI

ლტოლვილის სტატუსის, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმე