1. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურას იწყებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი.
2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი საერთაშორისო დაცვის მქონე პირს, მისთვის გასაგებ ენაზე, ან იმ ენაზე რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ატყობინებს მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყების შესახებ, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან დაკავშირება შეუძლებელია „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მისი საკონტაქტო ინფორმაციის არარსებობის ან/და მას დეპარტამენტში არ წარუდგენია შეცვლილი საკონტაქტო ინფორმაცია, ან პირი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, გადაწყვეტილება მიიღება გასაუბრების გარეშე, არსებული ინფორმაციისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე.
3. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება ეგზავნება მის კანონიერ წარმომადგენელს.
4. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი უზრუნველყოფს ინდივიდუალურ გასაუბრებას საერთაშორისო დაცვის მქონე თითოეულ სრულწლოვან პირთან მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დაწყებიდან შესაძლო მოკლე ვადაში გადაწყვეტილების მიღების ერთთვიანი ვადის გათვალისწინებით, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც დაიწყო მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისათვის შესაბამისი სტატუსის შენარჩუნების საჭიროებას.
5. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ იგი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში დაუკავშირდება და გამოცხადდება სამინისტროში და გამოუცხადებლობის მიზეზებზე წარადგენს სათანადო განმარტებებს საპატიო მიზეზების მითითებით, მათი გამოკვლევის შედეგად დეპარტამენტის დირექტორი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის თაობაზე.
6. შესაძლებლობის შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის მიზნით საერთაშორისო დაცვის მქონე პირს გასაუბრებას მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში უტარებს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, თარჯიმნის მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნება გარემოებებს, რომლებიც არ უკავშირდება პირის მიერ წარსადგენი ინფორმაციისა და განმარტებების დაუბრკოლებლად წარმოჩენას.
7. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის მიზნით გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის (არსებობის შემთხვევაში) თანდასწრებით.
8. გასაუბრების მასალის სიზუსტის უზრუნველსაყოფად, გასაუბრება ფორმდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობის გამოყენებით. გასაუბრების მასალები ინახება საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირად საქმეში.
9. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხზე გასაუბრების მიმდინარეობისას სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იკვლევს იმ ინფორმაციას, რომელიც უტყუარად ასაბუთებს ამ პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის კანონიერებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს.
10. საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის დასრულებამდე ეს პირი სარგებლობს მის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლებით და ეკისრება შესაბამისი მოვალეობებ