სამინისტროსადმი დიდი ოდენობით უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართვის შემთხვევაში, დაგროვებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების ეფექტიანად მართვის მიზნით, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე დეპარტამენტში დაუყოვნებლივ იქმნება კომისია, რომელიც:
ა) ახდენს საკითხთან დაკავშირებული რისკის შეფასებას;
ბ) უზრუნველყოფს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებების დახარისხებას ტერიტორიული, რაოდენობრივი, მიზეზობრივი ნიშნით და წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან შეჯერების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების შესახებ;
გ) ადგენს დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყოფის მოზიდვის საჭიროებას.
თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული სამინისტროს გადაწყვეტილების სახელმწიფო დაწესებულებებისათვის შეტყობინების წე