1. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით დამუშავებული, საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პერსონალური მონაცემების შენახვის ვადად განისაზღვრება ამ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებამდე ან გარდაცვალების ფაქტის დადგენამდე პერიოდი.
2. იმ პირის პირად საქმეში არსებული პერსონალური მონაცემები, ვის მიმართაც არსებობს დეპარტამენტის ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ან საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ ან საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ან თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ, ინახება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადით.
3. პირის მიერ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში მის პირად საქმეში არსებული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა აითვლება მის მიერ განმეორებითი განცხადების რეგისტრაციიდან.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისთანავე მონაცემთა ბაზაში დაცული პერსონალური მონაცემები ავტომატურად იშლება სისტემიდან მათი სრული წაშლით, ხოლო პირად საქმეში მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში, ნადგურდება მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ისეთი გზით, რაც შეუძლებელს ხდის მათი აღდგენის შესაძლებლობა