1. ამ თავის მიზანია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის განსაზღვრა.

2. ამ თავით განისაზღვრება თავშესაფრის პროცედურის სამართლიანი, სრულყოფილი, ეფექტიანი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებისა და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურა.

3. ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემი მუშავდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ან დროებითი დაცვის მქონე პირის იდენტიფიცირებისა და მის მიმართ პარალელური პროცედურების თავიდან აცილების მიზნი