1. ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები – უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული მონაცემი, რომელიც უნიკალური და მუდმივია თითოეული ფიზიკური პირისათვის და რომლითაც შესაძლებელია ამ პირის იდენტიფიცირება;

ბ) თანმდევი მონაცემი – ამ პროცედურის მე-60 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, რომლებიც უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებისას თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდებთან ერთად შეიტანება მონაცემთა ბაზაში;

გ) თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება – ბიომეტრიული სისტემის სენსორების საშუალებით ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება და ციფრულ ფორმატში გარდაქმნა, რის შემდეგაც ციფრულ ფორმატში არსებული მონაცემი გარდაიქმნება თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების კომპაქტურ ნიმუშად;

დ) თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების შედარება – პროცედურა, რა დროსაც მონაცემთა ბაზა ზომავს და ახდენს თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუშის შედარებას მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვა თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუშებთან, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად შეესაბამება წარმოდგენილი ნიმუში მონაცემთა ბაზაში არსებულ სხვა ნიმუშებს;

ე) თანხვედრა – თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების შედეგი, როდესაც შესადარებელი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუში ემთხვევა მონაცემთა ბაზაში არსებულ თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუშს;

ვ) თანხვედრის უარყოფა – თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების შედეგი, როდესაც შესადარებელი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუში არ ემთხვევა მონაცემთა ბაზაში არსებულ არცერთ თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების ნიმუშ