1. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების მიზანია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის იდენტიფიცირება და მის მიერ წარსულში საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართვის ფაქტის დადგენა.

2. დაუშვებელია თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების პროცედურისას დამუშავდეს მონაცემთა ბაზაში არსებული სხვა მონაცემი, გარდა თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების ან/და თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევი მონაცემისა.

3. შედარების პროცედურა სრულდება მას შემდეგ, რაც მონაცემთა ბაზა ავტომატურად შეატყობინებს უფლებამოსილ მოსამსახურეს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების მონაცემის თანხვედრის ან თანხვედრის უარყოფის შესახებ.

4. თანხვედრის შემთხვევაში უფლებამოსილი მოსამსახურე ეცნობა შესაბამისი თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევ მონაცემს, რასთან დაკავშირებითაც ადგენს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების შესახებ ოქმს (დანართი №22), რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.

5. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების პროცედურა უნდა განხორციელდეს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებისთანავე.

6. ამ პროცედურის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების გამოთხოვის შემთხვევაში თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების პროცედურა ხორციელდება თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების მიღებისთანავე.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელების შემდეგ შედარების შედეგი, თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების შედარების ოქმი და თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანმდევი მონაცემი ინახება მონაცემთა ბაზაში.

8. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების თანხვედრის შემთხვევაში მონაცემთა ბაზაში აისახება თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების ის თანმდევი მონაცემი, რომელიც დადგინდება საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული შედარების პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზას გააჩნია ამის ტექნიკური შესაძლებლობ