1. პერსონალური მონაცემები ამ პროცედურის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ნადგურდება, თუ:

ა) პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) პირი გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პერსონალური მონაცემები ნადგურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

თავი IX

უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წე