1. ამ თავით გათვალისწინებული თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებასა და შედარებას ახორციელებს რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე (შემდგომ – უფლებამოსილი მოსამსახურე), რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი მომზადება თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების წესსა და ამ მონაცემის დამუშავებასთან დაკავშირებით.
2. უფლებამოსილი მოსამსახურე, ამ თავის შესაბამისად, უზრუნველყოფს:
ა) თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღებას;
ბ) აღებული თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების და მისი თანმდევი მონაცემის (სახელი და გვარი) ურთიერთშესაბამისობას და მათ მონაცემთა ბაზაში შეყვანას;
გ) თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების მონაცემთა ბაზაში არსებულ ყველა თითების ანაბეჭდებთან და ხელისგულების ანაბეჭდებთან შედარებასა და მონაცემთა ბაზაში შენახვა