1. უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ თითების ანაბეჭდებთან და ხელისგულების ანაბეჭდებთან ერთად შესაბამის მონაცემთა ბაზაში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სახელი და გვარი;

ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის წარმოშობის ქვეყანა;

გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დაბადების თარიღი;

დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სქესი;

ე) საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის წარდგენის თარიღი;

ვ) თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების თარიღი და დრო;

ზ) თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების ამღები უფლებამოსილი მოსამსახურის ვინაობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებული ინფორმაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში აისახება მას შემდეგ, რაც ამ პროცედურის 61-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ მონაცემთა ბაზაში არ არსებობს იდენტური თითების ანაბეჭდები და ხელისგულების ანაბეჭდები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში არ მიეთითება ამ პროცედურის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშ