1. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი უარს აცხადებს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე, უფლებამოსილმა მოსამსახურემ დეტალურად უნდა განუმარტოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღების და თანამშრომლობის ვალდებულების შესახებ, აგრეთვე თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უარის თქმის შედეგები.

2. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი უარს აცხადებს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე, უფლებამოსილი მოსამსახურე აღნიშნულთან დაკავშირებით ადგენს თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უარის ოქმს (დანართი №23), რომელიც თან დაერთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განხორციელებული პროცედურის შემდეგ თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების აღებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უარის თქმის შემთხვევაში უფლებამოსილი მოსამსახურე იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზ