1. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების დამუშავებისას უფლებამოსილმა მოსამსახურემ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ამ მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.

2. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების დამუშავების მიზნით, მონაცემთა ბაზაზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ უფლებამოსილ მოსამსახურეს, რომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისთვისაც აუცილებელია ბაზაში დაცული ინფორმაციის დამუშავება.

3. მონაცემთა ბაზაზე უფლებამოსილ მოსამსახურეს წვდომა აქვს მხოლოდ იმ მოცულობის მონაცემებზე, რაც აუცილებელია წესით გათვალისწინებული მოქმედებების განსახორციელებლა