მუხლი 69. თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების და მისი თანმდევი მონაცემის გამჟღავნება
თავი IX — უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი
1. დაუშვებელია ამ თავის შესაბამისად დამუშავებული მონაცემების რაიმე ფორმით გამჟღავნება სხვა ორგანიზაციებისთვის, მასმედიისთვის, წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და მოქალაქეებისთვის, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემების გადაცემა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის წერილობითი თანხმობა და მონაცემების გადაცემა არ ეწინააღმდეგება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის თითების ანაბეჭდების და ხელისგულების ანაბეჭდების და მისი თანმდევი მონაცემის გაცემა შესაძლებელია სხვა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის მხოლოდ პირის იდენტიფიცირების მიზნით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 6. თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება— უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ